ფაროსანას პრობლემა

18:18, 21.02.2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა.

ზურაბ ალავიძე ოთარ დანელიას ბრალდებას ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უმრავლესობის წევრის განცხადება გაუგებარია, ვინაიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ უკვე დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოები. მინისტრი აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გააკრიტიკა და საკითხით დაინტერესებისკენ პრემიერს მოუწოდა. დანელია აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მსგავსი