აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკა გამოიყენება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის წელს ქვეყნის მასშტაბით 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დღეს დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრებმა, ასევე, დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა. მინისტრის თქმით, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება.