ზუგდიდის წყალარინების სისტემის მოსაწყობად 85 მილიონი ლარი დაიხარჯება
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მოსაწყობად 85 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო. ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე საკანალიზაციო სისტემით ვერ სარგებლობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ამორტიზებული სისტემა და ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.