ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ბეჩოში მოსახლეობის საპროტესტო აქცია შეწყდა.
მესტიის პოლიციის უფროსთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მიღებულია დაპირება, რომ სოფელ ბეჩოს გზის სარეაბილიტაციო სამუშოები ხვალიდან დაიწყება.
ადგილობრივებმა გზა დილით პროტესტის ნიშნად გადაკეტეს და სოფლის გზის რეაბილიტაცია მოითხოვეს.