ვითარება გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე

ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, ღამით მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება შეიზღუდა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე. მთელი ღამის გამავლობაში თელავის საგზაო სამმართველოს სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა და ტექნიკური მარილს ყრიდა. ამ დროისათვის გომბორის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.