იზრდება იმ წამლების რაოდენობა, რომელზეც სახელმწიფოს ზღვრული ფასი აქვს დაწესებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში 2300-ზე მეტ მედიკამენტს სააფთიაქო ქსელები დადგენილზე მაღალ ფასად ვეღარ გაყიდიან. ახლა ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად განიხილავს ფარმაცევტული კომპანიების განაცხადებს, რომელშიც წამლების მწარმოებლები და დისტრიბუტორები კონკრეტული მედიკამენტების შემთხვევაში გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლები პრეპარატების დეფიციტის საფრთხეზეც მიანიშნებენ. თუმცა, ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი რისკების სამართავად კონკრეტული მექანიზმები არსებობს. საბოლოოდ ზღვრული ფასის დაწესება 7000-მდე მედიკამენტზე იგეგმება, რამაც წამლების ფასი საშუალოდ 40%-ით უნდა შეამციროს.