დაჯარიმებული კომპანიები და კონკურენციის სააგენტოს განმარტება

დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ – „ავერსი“, PSP, „მერმისი“ და „გეფა“ სასამართლო დავას იწყებენ. ისინი გადაწყვეტილების გაუქმებასა და ჯარიმის მოხსნას ითხოვენ. საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კომპანიებს, რომელთა მხრიდანაც, კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების დადგენისას ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და საფასურის მომატებას. ამ მიზეზით სააგენტომ 53 მილიონი ლარით დააჯარიმა ავერსი, „გეფა“, PSP და „მერმისი“.

დღეს საკითხზე კომენტარი გააკეთა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმაც. მისი განცხადებით, აღნიშნული ბრალდება უკვე დადასტურდა და გასაჩივრების შემთხვევაში, სააგენტო მზადაა, სასამართლოში საკუთარი პოზიციები დაიცვას. კიდევ ერთი საკითხის შესახებ, რომელიც მედიკამენტების ფასების მკვეთრ ზრდას ეხება, სააგენტო მოკვლევას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვიდან დაიწყებს.