თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად საჭირო სამგზავრო დრო მცირდება.
ზღვისპირა ქალაქამდე მანძილი დღეს გახსნილმა საგზაო მონაკვეთმა კიდევ უფრო დაამოკლა. ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა. ეს არის შორაპანი-არგვეთას ცხრა კილომეტრიანი და ოთხზოლიანი მონაკვეთი, რომელიც ზესტაფონს გვერდს უვლის. შემოვლითი გზის დაფარვა ექვს წუთშია შესაძლებელი. მომავალში ამ ადგილზე მგზავრთა მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის თანადამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია.