ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ბათუმში
საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათეულობით ექსპერტი და სფეროს წამყვანი სპეციალისტი მსოფლიო ტურიზმის სამომავლო განვითარებასა და სტრატეგიაზე ბათუმში მსჯელობს. ხვალ კი ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი world travel awards-ი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ეს ჯილდო გასულ წელს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ სწორედ ბათუმმა აიღო. უცხოელი სტუმრები აჭარის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს პირადად გაეცნობიან.