ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინა ევროპელ პარტნიორებს წარუდგენს სტრატეგიას, რომ რუსეთს ამ ომის სამართლიანად დამთავრება აიძულონ. ევროპული საბჭოს სამიტი 17-18 ოქტომბერს გაიმართება, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას მიეძღვნება.