პირველი იანვრიდან ქვეყანაში ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს დადგენილ ზღვრულ საფასურზე მაღალ ფასად წამლის რეალიზება აეკრძალებათ. რეფერენტული ფასები შეეხება დაახლოებით 1000-მდე დასახელების წამალს, რაც, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაახლოებით 40%-ით გააიაფებს აღნიშნული სახეობის მედიკამენტებს. უწყების ინფორმაციით, მომავალი წლიდან ასევე დაგეგმილია რეფერენტული ანუ ფასის ზედა ზღვრის უკვე რეცეპტულ მედიკამენტებზე დაწესება. წამლის კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.