დეპუტატის ავტომანქანაზე თავდასხმისა და დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბერიკაშვილი პოლიციამ 353 -ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით თბილისში აიყვანა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქმე დეპუტატის თამარ ხულორდავას მანქანაზე თავდასხმას ეხება. ინციდენტი კახეთში, 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.