დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა

16 დეკემბერს, ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმის მუხლით დაკავებული მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ზაზა ბერიკაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს და, შესაძლოა, მას ბრალი დღის ბოლომდე წარედგინოს. რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს. მას გამოძიება კახეთში დეპუტატის ავტომანქანაზე თავდასხმას და დაზიანებას ედავება.

წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ასევე ჰყვებიან, რომ ბერიკაშვილი 2003 წელსაც დაკავებული იყო, როდესაც ყვარელში ერთ-ერთ მიტინგზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა.