„ქართული ოცნების“ წევრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან

„ქართული ოცნების“ წევრები რამდენიმე საათში პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან. უმრვლესობის სხდომა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს. შეხვედრას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დაანონსებულ საკითხებს შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა და საარჩევნო საკითხები. რაც შეეხება ვარაუდს, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში დეტალებს არ აკონკრეტებენ.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებაა აუცილებელი. რაც შეეხება შეკითხვას, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება თუ არა პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მოსმენა აუცილებლად შედგება. თუმცა, უფრო მეტი ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით, მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დატოვე კომენტარი