ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა სტრასბურგში

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, მერვე სხდომა გამართა.

დეპუტატებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა.

თემის დეტალები „მოამბეში“.