ზაზა ბერიკაშვილის წინასასამართლო პროცესი

თელავის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ზაზა ბერიკაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესზე ბრალდებული დარბაზში ტრანსპარანტებით ხელში გამოცხადდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.