პოლიტიკური მღელვარება და პროტესტი პოლონეთში.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს-სახელმწიფო მდივანი შეწყალებიდან ცხრა წლის შემდეგ ისევ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი ანჯეი დუდას რეზიდენციაში მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდნენ. დაკავებულები პრეზიდენტის თანაპარტიელები არიან და შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის მხარდაჭერა აქვთ. ექს-მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 2007 წლის პერიოდს, როცა კამინსი და მაჩიეი ანტიკორუფციულ სამსახურს ხელმძღვანელობდნენ. მათ დაკავებას სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდში მყოფ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უთანხმოება მოჰყვა.