საპროტესტო აქცია და ბლოკირებული პუნქტები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე – რა მოთხოვნები აქვთ ევროპელ ფერმერებს

21:44, 20.02.2024

ფერმერების პროტესტის ფორმები მწვავდება, მასშტაბები იზრდება.

სასაზღვრო ბლოკადა არ წყდება. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების დიდი ნაწილი დილიდან ჩაკეტილია. საავტომობილო გზა, რკინიგზა, პორტები – უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებს ყველა გზას უხერგავენ. სასაზღვრო მონაკვეთზე მარცვლეული დღესაც გადმოყარეს. მოთხოვნა უცვლელია – შეზღუდვები დაწესდეს უკრაინაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე და მათზე ევროკავშირის მიერ დადგენილი შეღავათები მოიხსნას. პროტესტს და მის ფორმებს მძაფრი რეაქციები მოჰყვა უკრაინიდან. უკრაინელმა მძღოლებმა კონტრაქციები დაიწყეს.

მსგავსი