წყნეთი – ბეთანიის დამაკავშირებელი გზა გახსნილია.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა.
გახსნას ინფრასტრუქტურის მინისტრი, თბილისის მერი და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.