რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი წყლის რესურსების მსოფლიო სამიტს დაესწრო. სამიტის ფარგლებში, ლონდონში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარსელაძე კომპანია „სიმენსის“ წყლისა და წყალარინების პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგიულ დირექტორს, ესპანური კომპანია „აქსიონას“ და კომპანია „მიას“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიო წყლის სამიტზე განხილულ საკითხებზე და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. წყლის რესურსების მსოფლიო სამიტი 15 მარტს გაიხსნა და მასში 80 ქვეყნის 900 დელეგატი მონაწილეობდა.