Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას აბრუნებს

Wizz Air ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს. ესენია: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა და მემინგენი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმართულებები და რეისების რაოდენობა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჯამში, ამ ეტაპზე ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

მოამბე