Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას აბრუნებს
Wizz Air ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს. ესენია: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა და მემინგენი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმართულებები და რეისების რაოდენობა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჯამში, ამ ეტაპზე ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.