WIZZ AIR-ის განცხადება

კომპანია „ვიზეარი“ საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის სწრაფად და პროფესიონალურად გამკლავებას, მათ შორის ეჭვმიტანილის სწრაფად დაკავებას. ამასთან, „ვიზეარში“ აცხადებენ, რომ მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი ფაქტების მიმართ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეა.