საქართველოში წითელას ეპიდემია არ შეჩერებულა და მისი ფართოდ გავრცელების საშიშროება კვლავ არსებობს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფექციის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველაზე რთული ვითარება კი აჭარაშია, სადაც ადგილი აქვს ეპიდაფეთქებას. ინფირიცრების შემთხვევები მატულობს თბილისსა და სამეგრელოშიც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გააქტიურებისა და აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.