ქვეყანაში წითელას შემთხვევებმა იმატა. ექიმები კლინიკებში მიმართვიანობის ზრდას ადასტურებენ. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ვირუსული ინფექცია 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც ცირკულირებს. ამ გარემოებას მედიკოსები თავის დროზე იმუნიზაციის გამოტოვებით ხსნიან. წითელას ინფექციით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია ევროპის ქვეყნებშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.