კლინიკების დაფინანსების რეფორმის შედეგები

ჯანდაცვის წინა მინისტრის მიერ მიღებულ რეფორმაში ცვლილებები იგეგმება.

კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები წელიწადნახევრის წინ ამოქმედებულ დიარჯის სისტემაში კორექტივების შეტანას ითხოვენ. საუბარია დიაგნოზთან დაკავშირებულ დაფინანსების მოდელზე, რაც კონკრეტულ დიაგნოზზე ყველა საავადმყოფოსთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. სამედიცინო დაწესებულებები სერვისების ნაწილზე დაწესებულ ტარიფებს არასაკმარისად მიიჩნევენ და მომსახურების ხარისხის გაუარესების საფრთხეზე საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი რეანიმაციულ მიმართულებაზე კეთდება. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად სწორედ რეანიმაციულ განყოფილებებში ბოლო პერიოდში შექმნილი ადგილების დეფიციტი სახელდება. ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სამედიცინო სექტორს დიარჯის სისტემის კორექტირების პირობა მისცა.