ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამები ფართოვდება

ფართოვდება უცხოეთის იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ქართველი ბავშვები უფასოდ იმკურნალებენ.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სამ საავადმყოფოს კიდევ სამი კლინიკა დაემატა. საუბარია თურქეთში მდებარე ცნობილ და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებზე. პროგრამა როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის პროცესის სრულ დაფინანსებას გულისხმობს. აგვისტოდან ამოქმედებული სერვისით უკვე 50-მდე მოზარდმა ისარგებლა. პროგრამაში თურქეთის გარდა ისრაელის და ესპანეთის კლინიკებიცაა ჩართული.