საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის პრეზიდენტი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ნათია ლოლაძის კანდიდატურას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ მხარი დაუჭირა. საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისთვის ეს არ არის პირველი საერთაშორისო აღიარება.
2017 წელს საქართველოს წითელი ჯვარი, პირველად თავის 100-წლიან ისტორიაში, გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი. გარდა ამისა, 2022 წელს საქართველოს წითელი ჯვარი, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, გახდა დონორი ორგანიზაცია, ამასთან, საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენციის მასპინძელი იყო.