წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა მისი პირადი ავტომობილის დაწვის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. გია ხარჩილავას თქმით, ავტომობილი მიზანმიმართულად დაწვეს და მანამდე მანქანას არანაირი სახის პრობლემა არ ჰქონდა. ის მომხდარს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებს. ხარჩილავა აცხადებს, რომ მას უკვე აქვს დაზარალებულის სტატუსი, თუმცა არ სჯერა, რომ გამოძიება დროულად დასრულდება. საპასუხო განცხადება გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.