ბრიფინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბრიფინგი გამართა. გიორგი ხარჩილავა სოფელ ნაკიფუში 2015 წელს განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მისმა წინამორბედმა სასმელი წყლის ჭაბურღილის პროექტი ჩაიბარა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. მერი განმარტავს, რომ ლეშეროზიეს უბანში არსებულ ვითარებაზე არსებობს აუდიტის უარყოფითი დასკვნაც. ხარჩილავა საქმეში კორუფციული სქემის არსებობასაც არ გამორიცხავს. გიორგი ხარჩილავას ბრალდებებს მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა.