საარჩევნო კამპანია

წალენჯიხაში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გია ხარჩილავამ მემორანდუმი გააფორმა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და თქვა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან მმართველობის ასეთი ფორმა უფრო გამჭვირვალე და და ეფექტური იქნება. მემორანდუმს ხელს არ აწერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.