წალენჯიხაში მაღალი წნევის 192 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდება და გაზგამანაწილებელი სადგური მოეწყობა. ამჟამად დაბალი წნევის გაზსადენის გაყვანა მიმდინარეობს. წალენჯიხის 3000-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს უკვე მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს მიიღებს. 3-წლიანი პროექტის ფარგლებში კი გაზი 13 სოფელში 10 000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება.
გაზიფიკაციის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად.