წაჩხურობის აღნიშვნა სამეგრელოში

მარტვილის ეპარქიის სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში წაჩხურობას აღნიშნავენ. დილიდან ხალხმრავლობაა ტაძარში. აქ მოსალოცად უშვილო წყვილები საქართველოს ყველა კუთხიდან არიან მისულები. მათ თან მორთული აკვნები აქვთ. ტაძარში სადღესასწაულო წირვა მღვდელმსახურებმა აღავლინეს, აკურთხეს აკვნები და უშვილო წყვილებს გადასცეს. წაჩხურობა აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს აღინიშნება.