ვითარება მარტვილის ეპარქიაში

მარტვილის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის მღვდელმსახურებმა მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მონასტერში დროებით მივლენილი იღუმენი, გრიგოლ დარსალია წირვის აღსავლენად ისევ არ შეუშვეს.

გრიგოლ დარსალია სტეფანწმინდის ეპარქიის გუდაურის მამათა მონასტრის წინამძღვარია. ის აცხადებს, რომ ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით მიავლინეს, მომხდარ ფაქტს კი ის მიტროპოლიტს მოახსენებს. სალხინოს მამათა მონასტრის მღვდელმსახურები კი არ აპირებენ მიტროპოლიტ სტეფანე  კალაიჯიშვილის ბრძანების შესრულებას. 16 სასულიერო პირმა, ვისაც მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული, პეტიციით მიმართეს საპატრიარქოს, გადაიხედოს მიტროპოლიტის ბრძანება.