ვითარება მარტვილის ეპარქიაში

ვითარება მარტვილის ეპარქიაში – სალხინოს მამათა მონასტრის იღუმენი, დანიელ გვილავა მონასტრის ქონების გადაბარების თემაზე საუბრობს. მისი განცხადებით, დღეს ადგილზე ელოდებოდა კომისიას, თუმცა ის მარტვილში არ ჩასულა. სასულიერო პირის თქმით, კომისიას ექნება აღწერის საშუალება, თუმცა ქონების გაფლანგვის რისკის გამო, ის მონასტრის საკუთრების გადაბარებას არ გეგმავს. არგუმენტად კი მოჰყავს სასმელი წყლის ქარხანა, რომელიც, მისი განცხადებით, მეუფე სტეფანეს დროს გაიყიდა.

იღუმენ დანიელ გვილავას წესების გარეშე ბრძოლაში ადანაშაულებს მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალიჯიშვილი. მისი ინფორმაციით, ეპარქიაში არსებულ ვითარებას კერძო აუდიტი შეისწავლის. იღუმენი დანიელი კი საკუთარი ქცევის გამო განიკვეთება.