ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი თურქეთში

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავა. გაიმართება შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აუდიენციის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია. თურქული მხარის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება და შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის განახლება.