2023 წლის ივნისიდან, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გარდა ამისა, „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს ამატებს.
რეისები ევროპის ხუთ ახალ მიმართულებაზე შესრულდება.
რა ახალი მიმართულებით შეძლებენ ფრენას მგზავრები და რა სიხშირით შესრულდება რეისები – შალვა სუმბაძე გვეტყვის.