ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხდა

თბილისის მიმართულებით ავიარეისები ვერ სრულდება.

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო შეფერხებებია. აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს. საჭირო გახდა სხვა ქალაქების აეროპორტების გამოყენება. დღის განმავლობაში თბილისში მხოლოდ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა. წინასწარი პროგნოზით, მინიმუმ ღამის ორ საათამდე ხილვადობა არ გაუმჯობესდება. ამიტომ მითითებულ დრომდე ჩანიშნული ყველა რეისი გაუქმებულია. შეფერხებების შედეგად გადაიდო თბილისიდან შესასრულებელი ფრენების ნაწილიც. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

ბოლო ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შალვა სუმბაძე მოგვაწვდის.