მოლაპარაკებები გერმანიაში დამატებითი რეისების დანიშვნის თაობაზე

12:22, 09.04.2024

პრემიერის დავალებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ევროპის ჩემპიონატის დღეებში გერმანიის მიმართულებით რეისების მატებაზე იმსჯელა. მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის.

მსგავსი