ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა. 2023 წლის მონაცემებში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ACI Europe ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა. რის შემდეგაც, მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა.