თელ-ავივი – თბილისი – ავიარეისები

12:11, 12.10.2023

ისრაელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო. მათი ინფორმაციით, ისრაელში დაძაბული ვითარებაა, პერიოდულად ისმის სროლისა და აფეთქების ხმა, კვლავ დაფიქსირდა საცხოვრებელ სახლებში ტერორისტების შეჭრის შემთხვევებიც. რაც შეეხება მგზავრობას, ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შეფერხების გარეშე იმგზავრეს, თუმცა, არის ვარაუდი, რომ ორ დღეში საზღვრები შესაძლოა ჩაიკეტოს.

მსგავსი