წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარეს და ხუან გუაიდოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკოლას მადურომ ევროკავშირის ულტიმატუმს მიუღებელი უწოდა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე უარი განაცხადა.
ნიკოლას მადურო ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების რისკს ხედავს, დიდი ბრიტანეთი კი მადუროს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტის ვარიანტს განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატები.