უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სრულად არის მომზადებული. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობებზე განხორციელებული დარტყმა ძალიან ეფექტური იყო. მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებებზე, კერძოდ, კურსკის ოლქში სიტუაციის ცვლილებებზე.