უძრავი ქონების ბაზარზე ფასები დასტაბილურდა.
თბილისსა და დიდ ქალაქებში მშენებლობის ინდექსის ზრდა ისეთი მაღალი აღარ არის, როგორც წინა წლებში იყო. შესაბამისად, სფეროს ექსპერტები ბინებზე ფასების მკვეთრ მატებას აღარ ელოდებიან. ბოლო წლებში უძრავი ქონების გაძვირებას მოთხოვნის ზრდას და მუშახელის ქვეყნიდან გადინებას უკავშირებენ. ტენდენციები ახლა გარკვეულწილად შეცვლილია. ქირის ფასმა იკლო, ბინების ფასები კი დასტაბილურებულია.