ვითარება სტიქიის ზონაში. ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული. მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და ძიების სამუშაოებს აწარმოებს. რაც შეეხება ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტებს, ისინი შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით არიან საძიებო პროცესი ჩართული.