ვითარება შრი-ლანკაში

შრი-ლანკაზე მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ კუნძულის ქრისტიან და მუსლიმ მცხოვრებლებს შორის დაძაბულობა მწვავდება. მიზეზი სოციალურ ქსელში დაწყებული დავაა, რომელმაც ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. შედეგად, ქალაქ ჩილაუში კომენდანტის საათი დაწესებაც კი გახდა საჭირო.

დაპირისპირებას წინ ქალაქ ნეგომბოში მომხდარი ავტოსაგზაო ინციდენტი უძღოდა. შეტაკებების და თავდასხმების პარალელურად შრი-ლანკაზე ტერორისტების სავარაუდო მოკავშირეებს ეძებენ.