შეტაკებები ევროპის ქვეყნებში

რომში პოლიციასა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. ულტრამემარჯვენე მოძრაობის „ახალი ძალის“ რამდენიმე ასეული მხარდამჭერი რომის ცენტრში ხელისუფლების მეირ გამოცხადებული კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიკრიბა და დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.

იტალიის ლაციოს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, კომენდანტის საათია გამოცხადებული, რომელიც შუაღამიდან დილის ხუთ საათამდე მოქმედებს. ხელისუფლება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს, მათ შორს ბარებისა და რესტორნების დაკეტვას.

გამოსვლებია პოლონეთშიც. ვარშავაში კოვიდ-19-ის რეგულაციების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე 278 პირი დააკავეს.

პოლონეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის აიკრძალა ხუთ პირზე მეტის შეკრება.