საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

პირველი ივნისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის გარდა არც ერთი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

კაფე-რესტორნები უქმე დღეებში დახურულ სივრცეში მუშაობის უფლებას იღებენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება სახმელეთო საზღვრებიც. შესაბამისად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაუმჯობესება მხოლოდ რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლზე და ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული ე.წ. ინდური შტამის რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ზაფხულიდან ეპიდემიოლოგები ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის ზრდასაც აანონსებენ. „სინოფარმის“ და „ასტრაზენეკას“ მორიგ დოზებთან ელოდებიან „ფაიზერის“ მეორე პარტიასაც, რომელიც ბოლო მონაცემებით, ივლისში შემოვა.