კორონავირუსი - ვითარება რეგიონში

თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 30 110 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 101 უსიმპტომო. ქვეყანაში გარდაიცვალა 190 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, თურქეთში კომენდანტის საათი დაწესდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა.  თითქმის 2 000 პაციენტი განიკურნა.

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 264 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ით 35 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ რვა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. გამოჯანმრთელდა 1400-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 589 ინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კოვიდ-19-ის 25 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.