რიკოთის უღელტეხილზე კვლავ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გადაადგილება დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს და 30 ადგილამდე ტევადობის სამგზავრო ტრანსპორტს შეუძლია, ხოლო საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე, სატვირთო მანქანებს. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კონტროლდება უსაფრთხო გადაადგილება და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.